ადგილს, სადაც ახლა თბილისში სასტუმრო „მარიოტია“, თავისი ისტორია აქვს. აქ 1915 წელს სასტუმრო „მაჯესტიკი“ აშენდა, რომელსაც იმავე წელს გრან–პრი და ოქროს მედალი მიაკუთვნეს, როგორც ევროპის საუკეთესო სასტუმროს.
კორპორაცია „მარიოტის“ საოჯახო ბიზნესის ისტორია კი 1927 წელს ვაშინგტონში დაიწყო, როცა ჯონ უილიარდ მარიოტმა მეუღლესთან ერთად ლუდის ბარი გახსნა. დღეს „მარიოტის“ ქსელი 2600 სასტუმროს და 500 00 ნომერს ითვლის.
“
„საქმე შეიძლება გააკეთო კარგად ან ცუდად. საქმის კარგად კეთება ჩვევად უნდა აქციო. შედეგი ამად ღირს. მთავრია, ყურადღება მიაქციო დეტალებს და თუ რამე არ მოგწონთ, ზუსტად ამაზე უნდა ფოკუსირდეთ“ – ამბობდა მარიოტი.
სწორედ ეს იყო მისი ბიზნესის წარმატების ფუნდამენტი.
მის სახელს უკავშირდება საგზაო სასადილოების განვითარების იდეაც. 1927 წელს მარიოტმა მეუღლესთან ერთად ვაშინგტონში ლუდი ბარი გახსნა. მოგვიანებით მარიოტებმა კომპანია გააფართოვეს და ასე გაჩნდა რესტორნების ქსელი Hot Shoppes. რესტორნებს ჰქონდათ მოსახერხებელი სადგომი და მძღოლებს მანქანიდან გადმოუსვლელად შეეძლოთ წახემსება. ქსელი პირველი იყო, ვინც მომხმარებელს ასეთი მომსახურება შესთავაზა. 1937 წელს მარიოტმა განავითარა ბიზნესის კიდევ ერთი მიმართულება – ქეითერინგი ამერიკულ ავიახაზებზე.
1957 წელს მარიოტი ხსნის თავის პირველ სასტუმროს არლინგტონში.
კომპანიამ თავისი პირველი სასტუმრო Twin Bridges Motor Hotel 1957 წლის 16 იანვარს არლინგტონში, ვირჯინიაში გახსნა. ამ სასტუმროში ღამის გატარება 9 დოლარი ღირდა, დამატებით 1 დოლარი თითოეული ადამიანისთვის, ვინც მანქანაში იმყოფებოდა. კომპანიის მეორე სასტუმრო, Key Bridge Marriott 1959 წელს როსლინში გაიხსნა. ის დღემდე ფუნქციონირებს და კომპანიის ყველაზე დიდხანს, უწყვეტად მოქმედი სასტუმროა.
მარიოტი იშვიათად ისვენებდა. ის თავის თანამშრომლებს ისე ეპყრობოდა, როგორც ოჯახის წევრებს. თავის რესტორანში სტუმრობისას ყველას ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა. კომპანიის შტატში ჰყავდა თანამშრომელი, რომლის მოვალეობა იყო ყურადღება მიექცია, რომ ყველა თანამშრომელი კმაყოფილი და ბედნიერი ყოფილიყო თავისი სამუშაოთი.
ისინი, ვინც მარიოტთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, ამბობდნენ, რომ ის წინააღმდეგობებით სავსე იყო – თან რბილი და თან მძიმე ხასიათის, ფანატიკურად მორწმუნე და ამავე დროს, ძალიან უყვარდა მოლხენა. ერთადერთი რასაც ის მოითხოვდა ოჯახისაგან, თანამშრომლებისა და მეგობრებისაგან – ეს იყო სრულყოფილება. საკუთარი იდეალების ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო საქმე, ვიდრე სიტყვები.
1995 წლის აპრილში „მარიოტმა“ შეიძინა 49% პროცენტი The Ritz-Carlton Hotel Company– ში. მარიოტს მიაჩნდა, რომ მას შეეძლო გაეზარდა გაყიდვები და მოგება იმ დროისთვის გაკოტრების პირას მყოფი The Ritz-Carlton-ისთვის, რომელიც მრავალ სასტუმროს ფლობდა. ეს გარიგება მარიოტს 200 მილიონი დოლარი დაუჯდა. უკვე 1998 წელს მარიოტმა Ritz-Carlton– ის უმრავლესობის მფლობელი იყო.
1997 წელს კომპანიამ, Chow Tai Fook Group– ისა და მასთან ასოცირებული კომპანიის, New World Development– ისგან ბრენდები— Renaissance Hotels და Ramada შეიძინა. Marriott International– მა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას New World Development– ის კუთვნილი სასტუმროების მართვის შესახებ.2006 წლის 19 ივლისს, მარიოტმა გამოაცხადა რომ, 2006 წლის სექტემბრიდან მოწევას კრძალავდა შეერთებულ შტატებსა და კანადაში არსებულ, მის მმართველობაში მყოფ ყველა სასტუმროში.
“
2007 წელს, მერიოტი გახდა პირველი სასტუმროს ქსელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ყველა სასტუმროში კლიენტებს ტრანს ცხიმებისგან თავისუფალ საკვებს სთავაზობდა.
Marriott International არის ყველაზე მასშტაბური სასტუმროების ქსელი მსოფლიოში. მას აქვს 30 ბრენდი მსოფლიოს 131 ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში 1 332 826 ნომერზე მეტი. ქსელი მომსახურების უმაღლესი სტანდარტების გარდა ცნობილია გლობალური მნიშვნელობის სოციალური საკითხების მოგვარებაში აქტიური ჩარევით. სხვა ქსელებთან შედარებით, „მარიოტი“ საქართველოში ყველაზე მეტი სასტუმროების რაოდენობითაა წარმოდგენილი.



