მაშინ, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ არ ჩანდა ტურისტულ რუკაზე…
მაშინ, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ არ ჩანდა საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, გუდაურში ოპერირებას სასტუმრო „მარკო პოლო“ იწყებს. სასტუმრო, რომელმაც არა უბრალოდ სტუმრების მიღება დაიწყო, არამედ საფუძველი ჩაუყარა მთის ტურიზმს, ზამთრის სპორტს და სტუმარ-მასპინძლობის კულტურას გუდაურში.
გაიცანით „მარკო პოლო“ – გუდაურის პირველი სრულმასშტაბიანი სასტუმრო და კურორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი 1988 წლიდან დღემდე.
პირველი ნაბიჯები კურორტის ისტორიაში
მარკო პოლო გუდაური გაიხსნა 1988 წელს – სწორედ მაშინ, როდესაც გუდაური საბჭოთა კავშირის მიერ სამხედრო-სამონტაჟო ბაზად იყო გამოყენებული და პარალელურად იწყებოდა მისი, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება.
ეს იყო პირველი სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასტუმრო გუდაურში და თავიდანვე მოიაზრებოდა კურორტის ძირითად ტურისტულ ობიექტად – თავისი მასშტაბით, მდებარეობითა და მომსახურების სტანდარტებით.
მართლაც, “მარკო პოლო” გახდა ის საყრდენი წერტილი, რომელმაც ზამთრის ტურიზმის განვითარებას რეალური საფუძველი დაუდო და მეტიც, ის ოთხი სეზონის კურორტადაც კი აქცია.



იდეა, რომელიც გამოწვევებზე ძლიერი აღმოჩნდა
„მარკო პოლოს“ იდეა 1980-იან წლებში გაჩნდა – იმ პერიოდში, როდესაც გუდაური, როგორც კურორტი, პირველ ნაბიჯებს დგამდა.
1988 წელს სასტუმროს გახსნა სერიოზულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული: ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობდა, გუნდის ფორმირება და მომსახურების სტანდარტების დანერგვა ნულიდან იყო შესაქმნელი, ხოლო ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო უკიდურესად არასტაბილური.
და მაინც, ამ სირთულეებმა ვერ გადაფარა მთავარი ხედვა – გუდაურის პოტენციალი, როგორც საერთაშორისო სამთო-სათხილამურო კურორტისა.
განვითარება, რომელიც არ გაჩერებულა
2009 წლიდან “მარკო პოლო გუდაური” ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ მოექცა
ამ ეტაპიდან დაიწყო სასტუმროს ინფრასტრუქტურის განახლება, მომსახურების სტანდარტიზაცია და ეტაპობრივი განვითარება, რომელიც დღემდე გრძელდება.
სტაბილურობა, მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალ სტანდარტებზე ორიენტაცია გახდა ის ძირითადი ღერძი, რაც “მარკო პოლოს” ოპერირებას სხვებისგან მკაფიოდ გამოარჩევს.
ხიჟინა–მთის მოყვარული ხალხის თავშეყრის ადგილი
“ხიჟინა”, მარკო პოლოს მსგავსად, გუდაურის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.
ეს სივრცე თავდაპირველად ხელოსნების მოსასვენებელი ადგილი იყო, შემდეგ – რადიო და მედპუნქტი, დღეს კი, ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი après-ski რესტორანია მთაში.
2023 წელს Landmarker Group-მა “ხიჟინა” სრულად აღადგინა და ის ერთგული გუდაურელებისა და სტუმრების საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა, როგორც კვებისთვის, ისე გასართობად – მთის ავთენტურ გარემოში.
რა პრობლემებს აგვარებს “მარკო პოლო”და“ხიჟინა”გუდაურში
“მარკო პოლო გუდაური” და “ხიჟინა” რეგიონში ორ მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხობს:
პირველი – გუდაურის პოზიციონირება როგორც ოთხი სეზონის მიმართულების.
არც ერთი ობიექტი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ზამთრის სეზონზე და წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ტურისტს იზიდავს.
მეორე – სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა და მომსახურების სტანდარტის დამკვიდრება, რაც პირდაპირ უწყობს ხელს რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.



ის, რაც გვეამაყება
„ყველაზე საამაყო ფაქტი ის არის, რომ გუდაურში გვაქვს ყველაზე ხანგრძლივი და სტაბილური ოპერირება.
“მარკო პოლო” 1988 წლიდან და ‘ხიჟინა’ 2009 წლიდან ერთიან მენეჯმენტში ფუნქციონირებენ.
ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მაღალი სტანდარტის მომსახურება, გაძლიერდა ადგილობრივი კადრები და განვითარდა სტუმარ-მასპინძლობის კულტურა“
ანნი კოკაია Co-Founder of Landmarker Group
მარკო პოლო გუდაური არის სრულმასშტაბიანი მთის სასტუმრო – 123 ნომრით და 3 შალეთი.
სასტუმროში წარმოდგენილია სპა ზონა, ღია და დახურული აუზი, საუნა, ორთქლის ოთახი, 4-ხაზიანი ბოულინგი, ჩოგბურთის კორტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარე ღია და დახურული პადელის კორტები, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, შეხვედრების ოთახები, après-ski ღონისძიებები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
ხიჟინა Mountain Restaurant – მთის პანორამული რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, après-ski ზონით, სათხილამურო ტრასებზე პირდაპირი წვდომით და სეზონური მუსიკალური თუ გასართობი ღონისძიებებით.
„მარკო პოლო გუდაური“ დღემდე რჩება გუდაურის ყველაზე საიმედო ობიექტად, რომელმაც გაუძლო დროს, შეინარჩუნა მაღალი სტანდარტები და განაგრძობს რეგიონის განვითარებასა და სტუმრებისთვის სრულყოფილი გამოცდილების შექმნაზე ზრუნვას.
სტატიის ავტორი: ანა ჭინჭარაული


