ჰოტელიერი, რომელმაც აშშ-ში ყველაზე ცნობილი სასტუმროები შეიძინა – სწორედ ასე შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში კონრად ჰილტონი, ის ოჯახში მერვე ბავშვი იყო. მამა – აუგუსტ ჰილტონი, სან-ანტონიოს ცნობილი მოქალაქე უნივერსალური მაღაზიითა და ვაჭრობით.
კონრადი ბავშვობიდან ბანკის მმართველობაზე და მილიონერების წრეში ტრილაზე ოცნებობდა. ამასობაში, პირველ მსოფლიო ომის დროს მოხალისედ წავიდა საფრანგეთში და არმიაში მსახურობდა.
უკან დაბრუნებულს მამა გარდაცვლილი დახვდა და საოჯახო ბიზნესის მართვა მას მოუწია, სწორედ ეს იყო კონრადის პირველი შეხება მასპინძლობის სფეროსთან.
31 წლის იყო, როცა მისი პირველი ბანკი გაკოტრდა. ანგარიშზე მხოლოდ 5000 დოლარი და ბევრი ოცნება ჰქონდა. თუმცა, იმ დროს მხოლოდ საბანკო საქმეზე ფიქრობდა, სანამ ტეხასის შტატის ქალაქ სისკოში წასულმა სასტუმრო Mobley-ში გაჩერება არ გადაწყვიტა. „იყო ბევრი ხალხი, ცოტა თავისუფალი ნომერი და ცუდი მომსახურება.“ კონრადმა სასტუმრო Mobley იყიდა და ასე დაიწყო მისი წარმატების გრძელი ამბავი. ჯერ სასტუმროს ნომრების რაოდენობა გაზარდა, შემდეგ სასტუმროს ვიტრინაში ათასი წვრილმანის გამოდო და გაყიდვა დაიწყო. მოგვიანებით ჰილტონი იხსენებდა, რომ მხოლოდ ერთ ასეთ „დახლს“ თვეში 8 ათასი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა. ჰილტონის ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომაც სწორედ ეს იყო – ყველა სივრციდან „ფულის შოვნა“ მაქსიმალური მოგების მისაღწევად.
“
კონრად ჰილტონი პირველი იყო, რომელმაც სასტუმროს შეფასების ვარსკვლავური სისტემა შემოიღო.
Mobley–ის შეძენიდან ერთ წელიწადში ჰილტონმა ჯერ ერთი და მერე რამდენიმე სასტუმრო შეიძინა. მალე მას ჯამში ყველა სასტუმროში 350 ნომერი ჰქონდა. მოგვიანებით, უკვე
“
1925 წელს გაიხსნა ახალი სასტუმრო Dallas Hilton-ი, რომელშიც 300 ნომერი იყო.
მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რამაც დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა სასტუმრო ბიზნესს. ჰილტონი იძულებული გახდა ბიზნესი გაეყიდა, თუმცა, მმართველობაში დარჩენილმა კონრადმა ბიზნესი ნელ–ნელა უკან გამოისყიდა და მალე ჯერ ნიუ იორკის საუკეთესო სასტუმრო „პლაზა“ და შემდეგ სასტუმრო Waldorf-Astoria შეიძინა. ამავე დროს, პუერტო რიკოში ჰილტონის პირველი სასტუმრო გახსნა.
“
ჰილტონი პირველი იყო, ვინც სასტუმროების საერთაშორისო ქსელი შექმნა.
მან კიდევ ერთხელ 1954 წელს მიიქცია ფინანსური საზოგადოების ყურადღება, როცა მთავარი კონკურენტი კომპანია Statler Hotels-ი 111 მილიონ დოლარად შეიძინა. ამ დროს ის უკვე ორ კომპანიას მართავდა – „ჰილტონს ჰოტელსს“ შტატებში და „ჰილტონ ინტერნეიშენალს“უცხოეთში.
“
ქსელის წარმატების მიზეზი მარტივი იყო – ფუფუნება და კომფორტი ყველანაირ მომხმარებელს იზიდავდა.
პირველად „ჰილტონის“ ქსელში გაჩნდა სავაჭრო ვიტრინები ვესტიბიულში, მანამდე არც ერთ სასტუმროს არ ჰქონდა ნომრებში კონდენციონერი, ავტომატური მართვის კარი, მაღვიძარა, ტელეფონი პირდაპირი კავშირით. მუდმივი კლიენტის წიდებაც პირველად აქ შემოიღეს.
1966 წელს კონრად ჰილტონი მმართველობას ჩამოშორდა და დაწერა წიგნი „გახდი ჩემი სტუმარი“.
“
„თითოეული სასტუმრო უნდა ასახავდეს ქალაქისა და თავისი ქვეყნის სუნთქვას“
განსაკუთრებით საყურადღებოა ჰილტონის ეს მიდგომა, რაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა მისი ბიზნესის წარმატებაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ ის ყოველთვის დიდ ძალისხმევას დებდა მენეჯერების შერჩევაში, შემდეგ კი მათ ანიჭებდა ძალიან დიდ თავისუფლებას საქმიანობაში. 2007 წელს ჰილტონების ოჯახისგან კომპანია „ბექსთოუნმა“ სასტუმრო ბიზნესი 26 მილიარდ დოლარად შეიძინა. ქსელი მსოფლიოს 84 ქვეყანაში 3750 სასტუმრო ფლობს 600 ათასი ნომრით.
დღემდე ქსელი ასოცირდება ისეთ ინოვაციურ მიდგომებთან, როგორიც იყო თავის დროზე ლოიალობის პროგრამა, ჯერ კიდევ 1987 წელს, ვებ გვერდის შექმნა სასტუმროსთვის 1996 წელს, ასევე, მობილური აპლიკაციის შექმნა და ონალინ „ჩექინის“ შესაძლებლობა.
ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდაცვალებამდე კონრადმა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარა.



