ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English
No Result
View All Result
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English
No Result
View All Result
Plugin Install : Cart Icon need WooCommerce plugin to be installed.
Hostship
ka-ge Georgian (Georgia) en English
No Result
View All Result

სამოთხე დედამიწაზე – სასტუმრო „რიცის“ ისტორია

0 0

“

ცეზარ რიცმა მოახერხა, რომ ყველა სტუმარს თავი მეფედ ეგრძნო.

სწორედ მან დააამკვიდრა ცნობილი მიდგომა – მომხმარებელი ყოველთვის მართალია.

შვეიცარელი ცეზარ რიცი, რომელმაც საკუთარი სახელობის სასტუმრო გახსნა პარიზში, არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანების რიცხვს, ვინც საქმეს სანახევროდ აკეთებს.  „რიცმა“ პირველი სტუმარი 1898 წლის 1 ივნისს მიიღო და ძალიან მალე გახდა პარიზის ყველაზე ელეგანტური და თანამედროვე სასტუმრო. „მინდა აქაურობა იყოს სუფთა, ლამაზი და კომფორტული“ – ასეთი დავალება მისცა 48 წლის ცეზარ რიცმა არქიტექტორებს. პირველად სწორედ „რიცში“ განათავსეს აბაზანა ყველა ნომერში, რაც შემდეგ დამკვიდრდა კიდეც, თუმცა, თავიდან ეს მხოლოდ  უელსის პრინცზე შთაბეჭდილების მოსახდენად გააკეთეს.

ცეზარ რიცს დამსახურებულად უწოდებენ სასტუმროების მეფეს და მეფეების ოტელიერს. მწყემსის ვაჟმა, რომელიც 15 წლის ასაკში ჩავიდა პარიზში ჯერ მიმტანად დაიწყო მუშაობა და მალე გახდა სასტუმროს მმართველიც. მას ჰქონდა უნარი ბევრი რამ შეემჩია და ცოტა ელაპარაკა, რამაც სასარგებლო ნაცნობები შესძინა და საქმეშიც დაეხმარა.

„როცა სიკვდილის შედეგ ცხოვრება მესიზმრება, მოქმედება სულ სასტუმრო „რიცში“ ხდება, – წერდა ერნესტ ჰემინგუეი.

მე-19 საუკუნეში პარიზში ცეზარ რიცის მიერ დაარსებულ სასტუმრო “რიცს” არც დამსახურებული აღიარება და არც ცნობილი სტუმრები დაჰკლებია. ერნესტ ჰემინგუეი, მარსელ პრუსტი, ოსკარ უაილდი, კოკო შანელი – ეს იმ ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ცხოვრებაც პარიზის ყველაზე ცნობილ სასტუმროს უკავშირდება.

ყველაფერი კი  1898 წელს  დაიწყო,  როცა ვანდომის მოედანზე ცეზარ რიცმა იმ დროისთვის ყველაზე დახვეწილი სასტუმრო გახსნა. სტუმრებს შორის იყვნენ საფრანგეთის სამეფო ოჯახი, ბიზნესმენები და ცნობილი მწერლები. ერთ–ერთი კი  27 წლის მარსელ პრუსტიც იყო, რომელმაც თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები სწორედ პარიზის “რიცის” კედლებში დაწერა.

სასტუმრო „რიცის“ როიალთან მუსიკოსი კოულ პორტერი იჯდა, ბართან ხშირად შეხვდებოდით ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს, რომელსაც თან მისი მეუღლე ზელდა ან მეგობარი ერნესტ ჰემინგუეი ახლდა. სასტუმროს ხშირი სტუმრები იყვნენ სომერსეტ მოემი, გრეჰემ გრინი, ბერნარდ შოუ და ოსკარ უაილდიც, რომელიც თურმე უკმაყოფილო იყო, რად უნდა ყველა ნომერს თავისი აბაზანაო.

“

120–წლიანი არსებობის განმავლობაში სასატუმრო „რიცმა“ მფლობელები მხოლოდ ერთხელ შეიცვალა. 1979 წელს სასტუმრო ეგვიპტელმა მილიარდერმა მოჰამედ ალ–ფაიედმა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მფლობელებმა სასტუმრო საკუთარ რეზიდენციად აქციეს – ინტერიერში გამოიყენეს ოჯახის კუთვნილი ანტიკვარული ნივთები და მენიუს შედგენაშიც კი პირადად მონაწილებდნენ. 2016 წელს დასრულდა სასტუმროს 4–წლიანი რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც ოთახების რაოდენობა 159–დან 142–მდე შემცირდა.  რენოვაციამ ცვლილებებიც გამოიწვია – მაგალითად, ადგილი შეუცვალეს კოკო შანელის ლუქსს , სადაც მადმაზელმა გარდაცვალებამდე ბოლო 34 წელი იცხოვრა. რეკონსტრუქციას შანელის სახლის წარმომადგენლები კურირებდნენ, მათ შორის კარლ ლაგერფილდი, რომლის ნახატებიც ამშვენებს შესასვლელს.

“

ნომრის ღირებულება ერთი ღამით 18 000 ევროს შეადგენს.

ShareTweet
Previous Post

მასპინძლობა როგორც შესაძლებლობა – რა არის სტუმრების კეთილგანწყობის გასაღები

Next Post

კონრად ჰილტონის სასტუმროს ფილოსოფია

Related Posts

All season wine –  ბუნების სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით შექმნილი ქართული ბუნებრივი ღვინო
ახალი მასპინძელი

All season wine – ბუნების სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით შექმნილი ქართული ბუნებრივი ღვინო

26 სექტემბერი, 2025
სასტუმრო „მაჯესტიკიდან“ სასტუმრო „მარიოტამდე“
ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან

სასტუმრო „მაჯესტიკიდან“ სასტუმრო „მარიოტამდე“

31 ივლისი, 2025
კონრად ჰილტონის სასტუმროს ფილოსოფია
ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან

კონრად ჰილტონის სასტუმროს ფილოსოფია

19 თებერვალი, 2025
Next Post
კონრად ჰილტონის სასტუმროს ფილოსოფია

კონრად ჰილტონის სასტუმროს ფილოსოფია

Hostship

ჰოსთშიფი არის ქართული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პირველი მრავალფუნქციური პლატფორმა.

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია