სამშაბათი, 10 მარტი, 2026
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English
No Result
View All Result
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English
No Result
View All Result
Plugin Install : Cart Icon need WooCommerce plugin to be installed.
Hostship
ka-ge Georgian (Georgia) en English
No Result
View All Result

მასპინძლობა როგორც შესაძლებლობა – რა არის სტუმრების კეთილგანწყობის გასაღები

0 0

              იდეალური მასპინძელი     
კითხვას, თუ როგორია იდეალური მასპინძელი  და რა არის სტუმრების კეთილგანწყობის  გასაღები, ამომწურავი პასუხი რომ გავცეთ ცოტა შორიდან მოგვიწევს დაწყება.
 სტუმარ-მასპინძლობის სამყაროში თითოეული სტუმრის მოლოდინი და ემოციები ისეთივე მრავალფეროვანი და განსხვავებულია, როგორც თავად ადამიანები.
 მასპინძლობის ხელოვნება კი სწორედ  ამ მოლოდინების „გამოცნობაა.“
 მარტივად რომ ვთქვათ, მასპინძლობა არის ერთგვარი ხიდი, სტუმრის მოლოდინებსა და რეალურად მიღებულ გამოცდილებას შორის.

             მოსალოდნელი საჭიროებები (ის რაც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს)

განსხვავებული მოლოდინებისა და განწყობების მიუხედავად, არსებობს საკითხები რაც ყველა სტუმარს აერთიანებს, მაგალითად:
 სასიამოვნო დახვედრის სურვილი, პერსონალური კომუნიკაცია, ყურადღება.   კარგ მასპინძელს აქვს უნარი წინასწარ განსაზღვროს  სტუმრის მოლოდინები თუ საჭიროებები და მაქსიმალურად უზრუნველყოს  თითოეული მათგანის სისრულეში მოყვანა.
სათანადო ატმოსფეროს შექმნამ, პერსონალურმა კომუნიკაციამ და ყურადღებიანმა მომსახურებამ შესაძლებელია, რომ  ჩვეულებრივი სტუმრობა ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონებად აქციოს თითოეული სტუმრისთვის.

          რა გვეხმარება საჭიროებების წინასწარ განსაზღვრაში?  (დასვით კითხვები)

ვიდრე სტუმრების მიღებას დაიწყებდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად იცნობდეთ  საკუთარ პროდუქტსა თუ მომსახურებას, ამიტომ, ვიდრე მომხმარებელი იკითხავს, თქვენ თავად დასვით კითხვები:
– რა ბიზნესში ხართ?
სტუმარ-მასპინძლობა და მათ შორის სასტუმროც კი ძალიან ზოგადი პასუხია, ამიტომ კიდევ უფრო ცხადი გახადეთ თქვენი საქმიანობა, მაგალითად აღწერეთ სასტუმრო დეტალურად.
– როგორია თქვენი სასტუმროს ხასიათი? (ანუ გაპიროვნება) – ჩამოთვალეთ ის თვისებები, ქცევები, განწყობები, რაც თქვენს სასტუმროს ექნებოდა ადამიანი რომ ყოფილიყო. გაპიროვნება მოგცემთ საშუალებას უკეთ გამოხატოთ სასტუმროს შექმნის, არსებობის მიზეზი და დაეხმაროთ ადამიანებს სწორი წარმოდგენისა და მოლოდინების შექმნაში
– ვინ არიან ადამიანები, ვინც დიდი ალბათობით თქვენთან სტუმრობას გადაწყვეტენ ზემოთ აღნიშნული ხასიათის გათვალისწინებით (ანუ განსაზღვრეთ მიზნობრივი აუდიტორია).
სეგმენტირება, ანუ მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა თქვენი საქმიანობის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან, საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობის დროს სწორად სეგმენტირებული აუდიტორია ზრდის მნიშვნელოვნად  ეფექტიანობას. თითოეულ ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ინფორმაციას გაწვდით პოტენციური სტუმრების ქცევისა და ინტერესების შესახებ, შესაბამისად,  თქვენ უკვე მარტივად შეგიძლიათ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოსალოდნელი საჭიროებების განსაზღვრა, რაც თავისთავად საშუალებას გაძლევთ, რომ ყველა დეტალზე წინასწარ იზრუნოთ.

ახლა კი დავუბრუნდეთ თავდაპირველ კითხვაზე პასუხს, თუ როგორია იდეალური მასპინძელი და რა არის სტუმრების კეთილგანწყობის გასაღები.
„დიახ, მასპინძლობა შესაძლებლობაა იზრუნოთ მათზე, ვინც უამრავ სასტუმროს შორის სწორედ თქვენთან სტუმრობა აირჩია“ და რადგან ადამიანები იმახსოვრებენ შეგრძნებებს, საგზლად აუცილებლად  ბედნიერი დღეები და დაბრუნების სურვილი უნდა გაატანოთ.
კეთილგანწყობის გასაღები კი პირველ რიგში თქვენი საქმის (მასპინძლობის) სიყვარულშია, შემდეგ კი ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე თანმიმდევრულად, გონივრულად და ერთგულად მუშაობაში.

ShareTweet
Previous Post

HOSTSHIP.GE – გამორჩეული ხელწერის შესაქმნელად

Next Post

სამოთხე დედამიწაზე – სასტუმრო „რიცის“ ისტორია

Related Posts

საიმედო სატრანსპორტო მომსახურება – Lucky Road და Hostship.ge უკვე პარტნიორები არიან
ჰოსთშიფი გირჩევთ

საიმედო სატრანსპორტო მომსახურება – Lucky Road და Hostship.ge უკვე პარტნიორები არიან

6 მარტი, 2026
რა როლი აქვს ვებ საიტს სასტუმროს შემოსავლების გაზრდაში?   გაიცანით Web Features  –  ციფრული გზამკვლევი ბიზნესის წარმატებისთვის
ჰოსთშიფი გირჩევთ

რა როლი აქვს ვებ საიტს სასტუმროს შემოსავლების გაზრდაში? გაიცანით Web Features – ციფრული გზამკვლევი ბიზნესის წარმატებისთვის

10 ოქტომბერი, 2025
HOSTSHIP.GE – გამორჩეული ხელწერის შესაქმნელად
ჰოსთშიფი გირჩევთ

HOSTSHIP.GE – გამორჩეული ხელწერის შესაქმნელად

23 ივნისი, 2025
Next Post
სამოთხე დედამიწაზე – სასტუმრო „რიცის“ ისტორია

სამოთხე დედამიწაზე – სასტუმრო „რიცის“ ისტორია

Hostship

ჰოსთშიფი არის ქართული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პირველი მრავალფუნქციური პლატფორმა.

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია