ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English
No Result
View All Result
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English
No Result
View All Result
Plugin Install : Cart Icon need WooCommerce plugin to be installed.
Hostship
ka-ge Georgian (Georgia) en English
No Result
View All Result

სარაჯიშვილი – ქართული ღვინის ბრენდის პირველი მწარმოებელი 1884 წლიდან

0 0

დავით სარაჯიშვილი – მეწარმე, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი – იგი ძალიან განსხვავდებოდა მაშინდელი ქართველი საზოგადოების საერთო სახისგან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფართო განათლება, რომლის გარეშეც ძნელად თუ შეძლებდა დიდი საქმეების გაკეთებას.

დავით სარაჯიშვილი 1848 წელს თბილისელი დიდვაჭრის, ზაქარია სარაჯიშვილის ოჯახში დაიბადა. ზაქარიას  ტფილისის “საპატიო მოქალაქის” წოდება ჰქონდა. მაშინ მთელი ვაჭრობა სომეხ-ებრაელთა, ხოლო მცირერიცხოვანი მრეწველობა რუსებისა და ახალჩამოსული გერმანელების ხელში იყო. ამიტომ ქართველებისგან დიდი თავადი ან მწერალი თუიღებდა ამ ჯილდოს.  ქართველი ვაჭარი ზაქარია იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა.

დავითმა თბილისის პირველი გიმნაზიის დაამთავრა და სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო. რადგან მამისგან გამოგზავნილი ფინანსური დახმარებაც ხელს უწყობდა, ერთი წლის შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა. ჯერ მიუნხენში ისმენდა ლექციებს, შემდეგ კი მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში შევიდა და 1871 წელს ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიანიჭეს. გერმანიაშივე განაგრძო სოფლის მეურნეობის საფუძვლიანი შესწავლა, შვიდი წლის შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და ორ წელიწადში მევენახეობის ჩინებულ სპეციალისტად ჩამოყალიბდა. საფრანგეთში გატარებულმა წლებმა და იქაური მეღვინეობის შესწავლამ გადააწყვეტინა, სამშობლოში დაბრუნებულს სპირტიანი სასმელების წარმოება წამოეწყო.

სარაჯიშვილი სამშობლოში 1880 წლის მაისში მამის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა. ცოლად შეირთო ცნობილი ვაჭრისა და მემამულის, ივანე ფორაქიშვილის ქალიშვილი – ეკატერინე, რომელიც მეუღლის ღირსეული პარტნიორი აღმოჩნდა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (1911 წ.) ეკატერინემ კონიაკის წარმოება სარაჯიშვილისეულ ქარხნებში გაასამმაგა.

დავითი ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო. 700 ათასის დანატოვარ ქონებას უშვილოდ გადაგებულმა უფროსმა ბიძამაც დაამატა: რაც ებადა, ყველაფერი ძმისშვილს უანდერძა.

დავით სარაჯიშვილმა  სამი წლის განმავლობაში რუსეთი და ამიერკავკასია შემოიარა და სპირტისა და არყის ქარხნების მდგომარეობა შეისწავლა. დარწმუნდა, რომ სპირტის გამოხდის ტექნოლოგია არაფრით განსხვავდებოდა არყის ხდის შინაური წესისგან, რაც პროდუქციის დაბალ ხარისხს განაპირობებდა. ხოლო სასმელ «კიზლარკას», რომელსაც რატომღაც «რუსულ კონიაკსაც» უწოდებდნენ, საერთო არაფერი ჰქონდა ნამდვილი კონიაკის ტექნოლოგიასთან.

1885 წელს დავითმა ივანე ფორაქიშვილთან ერთად შეიძინა პრიმიტიული ტექნიკით აღჭურვილი არყის სახდელი ქარხანა ვლადიკავკაზთან ახლოს, 75 დესეტინა (1,09 ჰექტარი) სახნავ-სათესი მიწით. ევროპიდან ჩამოატანინა უახლესი აპარატურა და ერთ წელიწადში პირველხარისხოვან, ევროპული დონის ქარხნად აქცია. ქარხნის ტერიტორიაზე მცირე დამხმარე საწარმოებიც ამუშავდა – წისქვილები, სამჭედლო, სიმინდისა და ქერის გასაშრობი და გასარეცხი საამქროები. იქვე აშენდა საერთო საცხოვრებელი მუშებისთვის. ქარხანა წელიწადში 10 თვის განმავლობაში მუშაობდა და 1,2 მილიონამდე ლიტრ სპირტს ამზადებდა. გადამუშავებული ქერისა და სიმინდის ნარჩენებით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ღორებს კვებავდნენ. დავით სარაჯიშვილმა თბილისშიც გახსნა საქართველოში პირველი არყის რექტიფიკაციის (შენარევებისგან გაწმენდის, გაფილტვრის) ქარხანა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულზე მუშაობდა და 100-ზე მეტი კაცი დაასაქმა. ქარხანასთანვე ააშენა დიდი საწყობი და მაღაზია. პროდუქცია ძირითადად საქართველოშივე საღდებოდა და ლიქიორის წარმოებისა და ღვინის შესამაგრებლად (პორტვეინის დასამზადებლად) გამოიყენებოდა. 

ქარხნები მოგებაზე მუშაობდა. ნიჭიერმა მეწარმემ 1886 წელს ვლადიკავკაზში მეორე ქარხანა ააშენა. მომდევნო წელს თბილისში გაიხსნა სარაჯიშვილის ლიქიორის ქარხანა და საფრანგეთიდან მოიწვია სპეციალისტები. წარმადობამ წელიწადში 9 ათას ვედროს (ერთი ვედრო უდრიდა 12 ლიტრს) მიაღწია და პროდუქცია ევროპულ ანალოგებსაც უწევდა კონკურენციას.

ერევანსა და მის მახლობლად მაშინ არყის რამდენიმე პრიმიტიული ქარხანა მოქმედებდა და 1887 წელს სარაჯიშვილმა იქაც ააშენა საწარმო, ადგილობრივ მინიქარხნებში წარმოებული უხარისხო არყისა და სპირტის რექტიფიკაციისთვის. ნაწარმის უმეტესობა თბილისის ცენტრალურ საწყობსა და ბაქოს ჩამომსხმელ ქარხანაში იგზავნებოდა.

კავკასიის სპირტის ბაზარი, ფაქტობრივად, დაპყრობილი იყო – მანამდე არსებული ათამდე მეწარმიდან ზოგმა რუსეთში გადაიტანა წარმოება, ზოგმა სარაჯიშვილს მიჰყიდა, დარჩენილი ორი კი ღირსეულ კონკურენციას ვეღარ სწევდა. დავით სარაჯიშვილს უკვე საშუალება ჰქონდა დიდი ხნის ოცნება აესრულებინა – ქართული კონიაკის წარმოება დაეწყო. 

პირველი ცდები სოფელ დიღომში მოეწყო. დავითი დარწმუნდა, რომ იქაური თეთრი ყურძნის სპირტისგან საუკეთესო ხარისხის კონიაკის დამზადება შეიძლებოდა. უკვე 1888 წელს საფრანგეთიდან ჩამოტანილი «შარანტის» გამოსახდელი აპარატითა და ღვინის ორჯერადი გამოხდით მან 9.600 გრადუსი კონიაკის სპირტი მიიღო, რომელსაც მუხის კასრებში აყენებდა. ასე რომ, ქართული კონიაკის «დაბადების» თარიღად 1888 წელი შეიძლება მივიჩნიოთ. ქარხანა, რომლის მშენებლობა 1884 წლის ბოლოდან დაიწყო, 1889 წლიდან მთელი დატვირთვით ამუშავდა.

საფრანგეთიდან კონიაკის მაღალკვალიფიციური სპეციალისტიც მოიწვიეს. კავკასიის ქარხნებიდან სპირტი თბილისში მოდიოდა და მისგან სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასმელებს ამზადებდნენ, ხოლო სამარკო ძვირფასი კონიაკისთვის სპირტი საფრანგეთიდან შემოჰქონდათ.

წარმოება სულ უფრო ვითარდებოდა. 1888 წელს ყიზლარის კონიაკის სპირტის ქარხანა, 1894 – ასეთივე ქარხანა ერევნის ცენტრში, 1895 – მოლდავეთში, 1901 – აზერბაიჯანში გახსნილი კონიაკის სპირტის ქარხნებიც თბილისის საწყობების მომმარაგებელნი გახდნენ. სპირტის ტექნოლოგიური დაძველება 5-10 წლის განმავლობაში ხდებოდა.

დიდ წარმოებას გასაღების დიდი ქსელიც სჭირდებოდა და სარაჯიშვილის კონიაკის სავაჭრო საწყობები და სააგენტოები რუსეთის იმპერიის ყველა კუთხეში ამოქმედდა: ბაქოში, პეტერბურგში, მოსკოვში, ვარშავაში, ოდესაში, ჩარჯოუში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვსა და როსტოვში. ათი წლის განმავლობაში (1891-დან 1900-მდე) სარაჯიშვილის ფირმის კონიაკის წარმოება 218 ათას ბოთლამდე გაიზარდა, სულ კი ამ პერიოდში 1 მილიონ 770 ათასი ბოთლი გაიყიდა.

საქმე წლების განმავლობაში სწრაფად ვითარდებოდა. სარაჯიშვილის ფირმამ მიიღო საპატიო წოდება «მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის კარის მომმარაგებელი» და უამრავი საერთაშორისო ჯილდო პეტერბურგის, ჩიკაგოს, ოდესის გამოფენა-კონკურსებზე. ყველაზე საპატიო იყო 1900 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენის ოქროს მედალი და სპეციალური ჯილდო საუკეთესო ხარისხის კონიაკის წარმოებისთვის. კონიაკის სამშობლოში ამ პრიზის მიღება ნამდვილი ფურორი იყო.

1910 წელს დავით სარაჯიშვილს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. გერმანიაში გაკეთებულმა ორმა ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო და 1911 წლის 20 ივნისს მან საკუთარ სახლში დალია სული. ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა 1916 წლამდე (გარდაცვალებამდე) განაგრძობდა მეუღლის საქმეს.

დავით სარაჯიშვილმა მთელი ქონება (3 მილიონი მანეთის ღირებულებისა) ქართველ ხალხს უანდერძა სხვადასხვა ეროვნული დაწესებულების (წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული გიმნაზიის, თეატრალური საზოგადოების და სხვათა) სახით. 1920 წელს, არეულობის ჟამს, სარაჯიშვილის ფირმამ მოქმედება შეწყვიტა. ბოლშევიკებმა იგი 1924 წლიდან აღადგინეს.

ShareTweet
Next Post

რთველი, როგორც ერთი დიდი ჟრიამული

Related Posts

All season wine –  ბუნების სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით შექმნილი ქართული ბუნებრივი ღვინო
ახალი მასპინძელი

All season wine – ბუნების სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით შექმნილი ქართული ბუნებრივი ღვინო

26 სექტემბერი, 2025
რა როლი აქვს ვებ საიტს სასტუმროს შემოსავლების გაზრდაში?   გაიცანით Web Features  –  ციფრული გზამკვლევი ბიზნესის წარმატებისთვის
ჰოსთშიფი გირჩევთ

რა როლი აქვს ვებ საიტს სასტუმროს შემოსავლების გაზრდაში? გაიცანით Web Features – ციფრული გზამკვლევი ბიზნესის წარმატებისთვის

10 ოქტომბერი, 2025
სასტუმრო „მაჯესტიკიდან“ სასტუმრო „მარიოტამდე“
ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან

სასტუმრო „მაჯესტიკიდან“ სასტუმრო „მარიოტამდე“

31 ივლისი, 2025
Next Post
რთველი, როგორც ერთი დიდი ჟრიამული

რთველი, როგორც ერთი დიდი ჟრიამული

Hostship

ჰოსთშიფი არის ქართული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პირველი მრავალფუნქციური პლატფორმა.

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია