თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ სასტუმროს ვებ-გვერდი და პირდაპირ ჯავშნებზეც არ გიფიქრიათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.
დღევანდელი, მზარდი კონკურენციის პირობებში, იგებს ის, ვინც მაქსიმალურად სწრაფად უწყობს ფეხს ციფრულ სამყაროს.
თუ ახლო წარსულში საიტი მხოლოდ იმიჯი იყო, დღეს ყველაზე ქმედითი პლატფორმაა. ვებ-გვერდი დღეს უკვე არა იმიჯისთვის,
არამედ პირდაპირი გაყიდვების ზრდისთვის სჭირდება ბიზნესს, რაც თავისთავად ნაკლებ დანახარჯსა და მეტ შემოსავალს გულისხმობს.
გადავწყვიტეთ გაგაცნოთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე საიმედოობით, ხარისხითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
Web Features უკვე 10 წელია კომპანიებს ციფრული გზის გაკვალვაში ეხმარება და საფუძველს უყრის მათი ბიზნესის წარმატებას. დღეისთვის ციფრული სააგენტოს პორტფოლიო 200-ზე მეტ წარმატებულ პროექტს მოიცავს.
კომპანიის ძირითადი მიმართულება ვებ საიტების დამზადებაა, როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის. Web features-ის დამფუძნებლის, ლუკა ხალაძის თქმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სტუმარ-მასპინძლობის სფეროდან, კონკრეტულად კი სასტუმროების მხრიდან ვებ-გვერდის შექმნაზე მოთხოვნა მკაფიოდ გაიზარდა.
გარდა იმისა, რომ ვებ-გვერდი სასტუმროს შესაძლებლობას აძლევს ბრენდის ხასიათი, სტილი და მომსახურება გააცნოს ადამიანებს, ასევე, სასტუმროს შეუძლია, რომ მედიატორების (მაგ:Booking.com) გარეშე მიიღოს პირდაპირი ჯავშნები სწორედ ვებ-გვერდიდან, რაც მათ შეუმცირებს საკომისიოს და გაზრდის მოგებას.
სწორად შექმნილი ვებ-გვერდი ბიზნესს საძიებო სისტემებში მომგებიან პოზიციონირებასა და ციფრული კონკურენციის გაწევაში ეხმარება, მოქნილი დიზაინის დახმარებით კი, მომხმარებელს თქვენი მომსახურებისა თუ პროდუქტის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უმარტივდება.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება (მაგალითად ფასის), სპეციალური შეთავაზებისა თუ სხვა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამატება/რედაქტირება, საიტზე ძალიან მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი.
Hostship.ge-ს პარტნიორი კომპანიები Web Features-ისგან სპეციალური შეთავაზებით სარგებლობენ.




