ძველი ბათუმის ისტორიული ქუჩები, ხედი შავ ზღვასა და მარადმწვანე ბულვარზე – სწორედ ეს უნიკალური მდებარეობა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და მოტივაცია სასტუმროს იდეაზე მუშაობისას.
ბუტიკური სტილის სასტუმრო „ტაპი რუჟი“ ძველი ბათუმის გულში, რუსთაველის 19 ნომერში, სტუმრებს გამორჩეული დიზაინით, მაღალი ხარისხით და დასამახსოვრებლად კომფორტული ნომრებით 2019 წლიდან მასპინძლობს. პირველივე სტუმრობისას მიხვდებით, რომ „ტაპი რუჟი“ არა მხოლოდ ბუტიკური სასტუმრო, არამედ ესთეტიკური გამოცდილებაა, რომელიც უნიკალური დიზაინით აუცილებლად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას.
“ყველაზე ძლიერი იდენტობა ის ემოციაა,
რომელიც სტუმარს აკავშირებს თქვენთან“
მაღალი ხარისხის ინვენტარით მოწყობილი, სხვადასხვა კატეგორიის 40 ნომერი, რომლებიც ერთმანეთისგან ინდივიდუალური დიზაინით განსხვავდებიან, ნამდვილად აღმოჩნდება სწორი არჩევანი, თქვენი კომფორტული დასვენებისთვის.
გარდა ამისა, სასტუმროს მე-11 სართულზე განთავსებულია პანორამული ხედებით გამორჩეული რესტორანი – „ლუმი,“ რომელიც სტუმრებს ქართულ-ევროპულ კერძებსა და საავტორო კოქტეილების ფართო არჩევანს სთავაზობს.
სასტუმროს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, რომ დღე პანორამული ხედებით და გემრიელი საუზმით სწორედ ლუმიდან დაიწყონ, ასევე, ისარგებლონ „რუმ სერვისით“ მთელი დღის განმავლობაში.
იყო მასპინძელი ნიშნავს, არა მხოლოდ სტუმრის მიღებას, არამედ მისი გამოცდილების სრულყოფას, სწორედ ამიტომ, “ტაპი რუჟის” გუნდი ყოველ ჯერზე ამართლებს სტუმრის მოლოდინსა და უკან დაბრუნების სურვილსაც უჩენს მათ.
მასპინძლობის მთავარი ხიბლიც ხომ ეგ არის, საგზლად დაბრუნების სურვილი გავატანოთ ჩვენს თითოეულ სტუმარს.




