ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
No Result
View All Result
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
No Result
View All Result
Plugin Install : Cart Icon need WooCommerce plugin to be installed.
Hostship
ka-ge Georgian (Georgia) en English
No Result
View All Result

“მაისის ეზო” – გამორჩეული მასპინძლობა ქუთაისის გულში

0 0

რესტორანი მაისის ეზო ქუთაისის გულში ოპერირებას 2024 წლის 1 აგვისტოდან იწყებს და ძალიან  მოკლე დროში ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცედ ყალიბდება. მაისის ეზო ეტაპობრივად ვითარდება და მიზნად ისახავს სტუმრებს მშვიდ, დახვეწილ და კომფორტულ გარემოში ხარისხიანი გამოცდილება შესთავაზოს.

შექმნის იდეა ხუთი წლის წინ – თბილისში ცხოვრების პერიოდში დაიბადა. კონცეფცია ეფუძნებოდა განსხვავებულ ხედვასა და საჭიროებას – ქუთაისს სჭირდებოდა ადგილი, სადაც ოჯახები, მეგობრები, წყვილები თუ ის ადამიანები, ვინც საქმიან შეხვედრებს გეგმავენ თავს თანაბრად კომფორტულად გრძნობდნენ, ზედმეტი ხმაურის გარეშე, მსუბუქი ქალაქური ატმოსფეროთი და ცოცხალი, მშვიდი მუსიკით.

მაისის ეზოს სამი დამფუძნებელი ჰყავს –  ბავშვობის მეგობრები, რომლებიც საერთო ხედვამ გააერთიანა. ერთ მათგანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კულინარიაში, მეორე ცნობილი მომღერალი და სიმღერის აკადემიის თანადამფუძნებელია, ხოლო მესამე ორგანიზაციულ და საოპერაციო პროცესებს უძღვება. სწორედ ნდობამ, მეგობრობამ და ქალაქის მიმართ სიყვარულმა აქცია იდეა რეალობად.

როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი – გიორგი ბაბუნაშვილი გვიყვება ბიზნესისთვის დასაწყისშივე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროფესიონალი კადრების მოძიება და შენარჩუნება იყო. ყოფილა პერიოდიც, როდესაც დამფუძნებლებს თავად მოუწიათ სამუშაო პროცესებში ჩართვა. ამ გამოცდილებამ მათ საშუალება მისცა, კიდევ უფრო მეტი სიზუსტით განესაზღვრათ თითოეული დეტალი და ხარისხიან ოპერირებაში  მაქსიმალური ძალისხმევა ჩაედოთ.
სივრცე გამოირჩევა როგორც შიდა, ისე გარე ზონებით – დიდი ეზოთი და ტერასებით, რაც ქუთაისში მსგავსი კონცეფციის ობიექტებისთვის იშვიათია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მაისის ეზოს კარი დილის 09:00-დან ღიაა და მასპინძლობას გემრიელი საუზმით იწყებს.


განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნედლეულის ხარისხს, მომსახურების სტილსა და სტუმართან ურთიერთობას, რომელიც ფაქტობრივად ჭიშკრიდან იწყება და სასიამოვო გამოცდილებად ყალიბდება.

განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მოკლე დროში მაისის ეზომ მოიპოვა ერთგული სტუმრები როგორც ქუთაისიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ისე უცხოეთიდან. რეკომენდაციებით მოსული სტუმრები და დადებითი შეფასებები გუნდისთვის მთავარი მოტივაციაა.

მაისის ეზოს ისტორია მხოლოდ ბიზნესის წარმატება არ არის  – ეს არის მეგობრობის, ერთობისა და იდეისადმი ერთგულების შედეგი. სივრცე აგრძელებს განვითარებას და მიზნად ისახავს, მომსახურების ხარისხი და გულწრფელი მასპინძლობის სტანდარტი ქალაქში კიდევ უფრო გაამყაროს.

Facebook: https://www.facebook.com/maisisezo
Instagram: https://www.instagram.com/maisisezo_restaurant/

სტატიის ავტორი: ანა ჭინჭარაული

Tags: მასპინძლობარესტორანიქუთაისი
ShareTweet
Previous Post

„მარკო პოლო“ – გუდაურის დაბადების ადგილი

Next Post

საიმედო სატრანსპორტო მომსახურება – Lucky Road და Hostship.ge უკვე პარტნიორები არიან

Related Posts

All season wine –  ბუნების სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით შექმნილი ქართული ბუნებრივი ღვინო
ახალი მასპინძელი

All season wine – ბუნების სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით შექმნილი ქართული ბუნებრივი ღვინო

26 სექტემბერი, 2025
ახალი მასპინძელი

შატო ვარციხე – ადგილი, სადაც ყველაფერი მასპინძლობის სიყვარულით იწყება

9 ივლისი, 2025
Next Post
საიმედო სატრანსპორტო მომსახურება – Lucky Road და Hostship.ge უკვე პარტნიორები არიან

საიმედო სატრანსპორტო მომსახურება - Lucky Road და Hostship.ge უკვე პარტნიორები არიან

Hostship

ჰოსთშიფი არის ქართული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პირველი მრავალფუნქციური პლატფორმა.

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია