ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
No Result
View All Result
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
No Result
View All Result
Plugin Install : Cart Icon need WooCommerce plugin to be installed.
Hostship
ka-ge Georgian (Georgia) en English
No Result
View All Result

საიმედო სატრანსპორტო მომსახურება – Lucky Road და Hostship.ge უკვე პარტნიორები არიან

0 0

2009 წელს, როდესაც ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე მაღალი კლასის, სტანდარტიზებული და კორპორაციულ სეგმენტზე მორგებული მომსახურება თითქმის არ არსებობდა, გამოჩნდა კომპანია „Lucky Road“ მისიით – შეექმნა ევროპული სტანდარტის, უსაფრთხო და გამართული სატრანსპორტო მომსახურება, რომელიც ბიზნესისა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებს სრულად უპასუხებდა.

კომპანიის შექმნის იდეა ბაზარზე არსებული ხარვეზების ფონზე გაჩნდა. ფაქტობრივად არ არსებობდა უსაფრთხოების სტანდარტი, მომსახურების კულტურა და დროის მართვაც კი მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნეოდა.
 ამ რეალობაში Lucky Road-მა დაისახა მკაფიო მიზანი –  მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა პასუხისმგებლობით სავსე, ორგანიზებული მომსახურება, რომელიც კორპორაციული და საერთაშორისო სტუმრების საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებდა და იქნებოდა არა მხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამედ ბიზნეს პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილიც.

დღეს Lucky Road-ს სწორედ სისტემურობა, მკაფიო სტანდარტი და პროფესიონალი გუნდი გამოარჩევს ბაზარზე.
კომპანია 24/7 რეჟიმში ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ავტოპარკს –  Business, Comfort და Economy კლასის ავტომობილებს.
მაღალი სტანდარტის დრესკოდი, ინგლისურენოვანი მძღოლები და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები –  უფრო ზუსტად კი, მობილური აპლიკაცია და ელექტრონული „სადისპეტჩერო“ სისტემა  ქმნის სერვისს, რომელიც ამარტივებს შეკვეთას და უზრუნველყოფს ხარჯების ეფექტურ კონტროლს.
თითოეულ კორპორაციულ პარტნიორს ემსახურება პერსონალური მენეჯერი, რაც თანამშრომლობას კიდევ უფრო მოქნილსა და ეფექტურს ხდის.

Lucky Road-ის საქმიანობა მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც კორპორაციული, ისე რეგიონული გადაადგილების პროცესს. კომპანია უზრუნველყოფს საერთაშორისო სტუმრების ორგანიზებულ ტრანსპორტირებას, ბიზნეს სექტორისთვის დროისა და რესურსის ეფექტურ მართვას, მასშტაბური ღონისძიებების სატრანსპორტო მხარდაჭერას და კომფორტულ გადაადგილებას საქართველოს მასშტაბით.

განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს წლების განმავლობაში განხორციელებული პარტნიორობა საერთაშორისო და მასშტაბურ ღონისძიებებთან, მათ შორის: ახალგაზრდული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, წინანდლის ფესტივალი, ძიუდოს გრან პრი, ახალგაზრდული ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში, სათხილამურო და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ღონისძიებები.

კომპანიის პარტნიორთა ჩამონათვალში არიან ისეთი საერთაშორისო ბრენდები და სასტუმროები, როგორებიცაა: Radisson Blu Iveria, Holiday Inn Tbilisi, Monograph Freedom Square, Gulf Georgia, Best Western Tbilisi City Center და Park Hotel Tbilisi.
 ეს ნდობა კომპანიის ხარისხის, უსაფრთხოების და გუნდურობის შედეგია.

დღეს Lucky Road მომხმარებლებს სთავაზობს:
–  ტრანსფერს (დახვედრა/გაცილება)
–  ქალაქსა და ქალაქგარეთ გადაადგილებას
–  ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს საქართველოს მასშტაბით
–  ავტოტრანსპორტის საათობრივ და დღიურ გაქირავებას
–  პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლების ტრანსპორტირებასა და
–  პერსონალური მენეჯერის მომსახურებას

სამომავლოდ კომპანია გეგმავს ავტოპარკის განახლებასა და გაფართოებას, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას იმისთვის, რომ მეტად გაიმყაროს პოზიცია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე და დარჩეს სანდო პარტნიორად მათთვის, ვინც ხარისხსა და უსაფრთხოებას აფასებს.

Hostship.ge-ს პარტნიორი ობიექტებისთვის კომპანია Lucky Road-ს სპეციალური ფასები და თანამშრომლობის პირობები აქვს.

FACEBOOK: https://www.facebook.com/LuckyRoadTravel/photos
INSTAGRAM: https://www.instagram.com/luckyroad.transport/

სტატიის ავტორი: ანა ჭინჭარაული

Tags: ტრანსპორტირებატრანსფერი
ShareTweet
Previous Post

“მაისის ეზო” – გამორჩეული მასპინძლობა ქუთაისის გულში

Next Post

სასტუმროს მენეჯმენტი – კურსი მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის AMIRBARI HOSPITALITY AGENCY-სგან

Related Posts

სასტუმროს მენეჯმენტი – კურსი მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის AMIRBARI HOSPITALITY AGENCY-სგან
სასტუმრო

სასტუმროს მენეჯმენტი – კურსი მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის AMIRBARI HOSPITALITY AGENCY-სგან

18 მარტი, 2026
რა როლი აქვს ვებ საიტს სასტუმროს შემოსავლების გაზრდაში?   გაიცანით Web Features  –  ციფრული გზამკვლევი ბიზნესის წარმატებისთვის
ჰოსთშიფი გირჩევთ

რა როლი აქვს ვებ საიტს სასტუმროს შემოსავლების გაზრდაში? გაიცანით Web Features – ციფრული გზამკვლევი ბიზნესის წარმატებისთვის

10 ოქტომბერი, 2025
მასპინძლობა როგორც შესაძლებლობა – რა არის სტუმრების კეთილგანწყობის გასაღები
ჰოსთშიფი გირჩევთ

მასპინძლობა როგორც შესაძლებლობა – რა არის სტუმრების კეთილგანწყობის გასაღები

16 ივლისი, 2025
Next Post
სასტუმროს მენეჯმენტი – კურსი მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის AMIRBARI HOSPITALITY AGENCY-სგან

სასტუმროს მენეჯმენტი - კურსი მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის AMIRBARI HOSPITALITY AGENCY-სგან

Hostship

ჰოსთშიფი არის ქართული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პირველი მრავალფუნქციური პლატფორმა.

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია