სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერისა თუ მასში სწორი ინვესტირებისთვის, მნიშვნელოვანია ფლობდე თითოეული დეპარტამენტის სიღრმისეულ ცოდნას, სწორად აფასებდე პროცესებს და მართავდე მათ ეფექტურად.
სწორედ ამ ცოდნის გაზიარებისთვის შეიქმნა „სასტუმროს მენეჯმენტი“ – კურსი მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის.
პროგრამა აერთიანებს 6 მოდულს და მოიცავს სასტუმროს მართვის სრულ ციკლს ტურიზმიდან და მასპინძლობიდან დაწყებული, სასტუმროს გახსნით, ძირითადი დეპარტამენტების სიღრმისეული განხილვით, შემოსავლის არხებითა და ციფრული მიმართულებებით, დასრულებული ეფექტური მენეჯმენტით. კურსში ჩართულია 21 დარგის პროფესიონალი.
მოდული 1 – ტურიზმი და მასპინძლობა
მოდული 2 – სასტუმროს გახსნის მენეჯმენტი
მოდული 3 – სასტუმროს მთავარი დეპარტამენტების განხილვა და ანალიზი
მოდული 4 – სასტუმროს შემოსავლის არხები და აქტივობები
მოდული 5 – ციფრული მასპინძლობა
მოდული 6 – სასტუმროს სწორი მართვა
კურსის ავტორია ქეთი ამირბარი (ალიმბარაშვილი) – 19 წლიანი უწყვეტი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებით მასპინძლობის ინდუსტრიაში. ქეთი არის ჰოტელიერი, ლექტორი, ტრენერი, ბიზნეს კონსულტანტი, ბიზნეს ქოუჩი და კომპანია “ამირბარის” დამფუძნებელი.

კურსი გაძლევს შესაძლებლობას, გქონდეს უშუალო შეხება პრაქტიკოს ტრენერებთან, მოისმინო მათი გამოცდილება და ისწავლო რეალური მაგალითებით. ფაქტი, რომ ყველა ტრენერი თავისი საქმის პროფესიონალი და პრაქტიკოსია, სწავლას კიდევ უფრო ღირებულს და პრაქტიკულად გამოყენებადს ხდის.
სწავლა მიმდინარეობს ჰიბრიდულ ფორმატში – ფიზიკური და „ონლაინ“ შეხვედრებით: 34 შეხვედრა და 74 საათი.
კურსი იწყება აპრილის პირველ ნახევარში, შეხვედრები გაიმართება ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს, 19:00 საათზე.
კურსის ონლაინ მედია მხარდამჭერია HOSTSHIP.GE
📌 სრული ინფორმაცია:
https://lnkd.in/dMBDPKKq
📌 რეგისტრაცია და პირობები:
https://lnkd.in/d62HDMs5
სტატიის ავტორი: ანა ჭინჭარაული


