„ჰოსთშიფი“ ქართული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პირველი მრავალფუნქციური პლატფორმაა.
ვისთვის არის ეს საიტი?
შენთვის, თუ მასპინძელი ხარ და შენთვისაც, თუ სტუმარი ხარ.
თუ გაქვს სასტუმრო, კოტეჯი ან კვების ობიექტი და გსურს, შენი ამბავი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს - კეთილი იყოს შენი მობრძანება.
ჩვენი მიზანი მსოფლიო ასპარეზზე სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ქვეყნისთვის შესაფერისი, მაღალი ხარისხის მომსახურების შექმნაში მონაწილეობაა.
ჩვენ შეგვიძლია, შენი ამბები ძალიან ბევრ ადამიანს ვუამბოთ, მათი სურვილები კი შენს საკომუნიკაციო უპირატესობად ვაქციოთ.
უფრო კონკრეტულად რა შეგვიძლია შენთვის გავაკეთოთ?
ადამიანებს ის ნამდვილი ამბავი ვუამბოთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შენი განვლილი გზა და დღევანდელობაა. განვსაზღვროთ ყველა ის სიკეთე და უპირატესობა, რასაც ყოველდღიურად ასე გულმოდგინედ ქმნი სტუმრებისთვის.
კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის კი, სწორი რაკურსით გადავიღოთ თითოეული სივრცე, შევქმნათ მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც პირდაპირ პროპორციულად აისახება შენი შემოსავლის ზრდაზე მთელი წლის განმავლობაში.
მოგიყვეთ მსოფლიოში არსებული წარმატებული ბრენდების ისტორიები, მათი გამოცდილება, მიდგომები.
გაგიზიაროთ პრაქტიკული გზები სხვადასხვა მიმართულებით არსებული საკითხების გადასაჭრელად.
გაგაცნოთ ბაზარზე არსებული სერვისები თუ პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიურ შრომას გაგიმარტივებს და ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
შენ კი, თუ სტუმარი ხარ და დასვენებას, საქმიან გასვლას ან ახალ და საინტერესო თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას გეგმავ, გვსურს რომ ეს გზა კიდევ უფრო მეტი სიზუსტით, გადამოწმებული ინფორმაციით, გამოცდილი სერვისებით და რეკომენდაციებით შეგივსოთ, იმისთვის, რომ შენი მოლოდინები მოგზაურობის განმავლობაში ყოველთვის გამართლდეს.
მარტივად მიიღო საჭირო რეკომენდაციები გასტრონიმიის, გართობის, დასვენების, უსაფრთხოების და კიდევ უამრავი მცირე, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას.