კვირა, 19 აპრილი, 2026
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English
No Result
View All Result
Hostship
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English
No Result
View All Result
Plugin Install : Cart Icon need WooCommerce plugin to be installed.
Hostship
ka-ge Georgian (Georgia) en English
No Result
View All Result

რთველი, როგორც ერთი დიდი ჟრიამული

0 0

რთველი ტრადიციად, სავარაუდოდ, იმ დროიდან ჩამოყალიბდა, როცა ქართველმა გლეხმა ყურძნისგან წვენი გამოწურვა და ღვინის სმა ეროვნულ ნადიმად აქცია. კახეთი და შემოდგომა რთველის გარეშე წარმოუდგენელია.  მზადება ყურძნის კრეფამდე იწყება – ჯერ ქვევრებს რეცხავენ, მარნებს აწესრიგებენ, გოდრებს და სათლებს აახლებენ. ის კი ვინც ისევ ძველი მეთოდით საწნახელში წურავს ყურძენს, საგულდაგულოდ რეცხავს საწნახელს და რამდენიმე ახალ რეზინის ჩექმასაც ყიდულობს რთველში მოსული სტუმრისთვის.

მერე იწყება ნადვილი დღესასწაული, რომელსაც თავისი რიტუალი აქვს – კარგი განწყობა, გოდრებით და კალათებით ვაზის ზვრებში ფუსფუსი, მზიანი ამინდი, კახური სიმღერა და სტუმარმასპინძლობა.

წინა საუკენეებში ცხოველების მსხვერპლშეწირვა რთველის შემადგენელი ნაწილი იყო.თხას ან ცხვარს კლავდნენ მამალთან ერთად.  რთველის დღეს ოჯახის უფროსი დილით ადრე ვენახში ჩადიოდა და კოცონს ანთებდა. მოგვიანებით მას რთველის სხვა წევრებიც უერთდებოდნენ
საკვებით, ღვინით, პურითა და დაკლული ცხოველით.

საქართველოში ყურძენს ხელით კრეფენ, ან დანით ჭრიან. ყურძნის ჩასაწყობად იყენებდნენ
 საყურძნე გოდოლს, კალათას, გიდელს, ძარს, ხოკს. ზოგან საწნახელი და მარანი ვენახში იყო. მოკრეფილ ყურძენს უპირველესად, ფერისდა მიხედვით გადაარჩევდნენ, რადგან თეთრი ან მწვანე და შავ-წითელი ყურძენი ცალ-ცალკე უნდა დაწურულიყო, რომ ღვინოს სათანადო ფერი
ჰქონოდა. მაღლარი და დაბლარი ვაზის ყურძენიც ცალ-ცალკე
იწურებოდა. პირველად სწორედ საბაბილო ჭურს ავსებდნენ, ანუ მაღლარი ვაზის
ყურძნისგან დაწურული ტკბილით.

 ყურძნის კრეფის პროცესი რთულია, მაგრამ ყოველთვის ხალისით მიმდინარებს. საღამოს კი ლხინით გრძელდება.

ყურძნის დაკრეფისა და დაწურვის  შემდეგ საჭირო იყო
მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება: მარნის დალაგება-დასუფთავება, ღვინის
ფერმენტაციაზე დაკვირვება, საჭმელად შერჩეული ყურძნის შენახვა, თათარასათვის
ყურძნის წვენის მომზადება, ჩურჩხელების მომზადება, ღვინის გაფილტვრა და სხვა.საქართველოში რთველი კახეთიდან, კერძოდ – დედოფლისწყაროდან იწყება. ამ
კუთხეში ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. კახეთის შემდეგ რთველი ქართლში
ინაცვლებს, შემდეგ – იმერეთში, ბოლოს კი ამ ფერხულში რაჭა-ლეჩხუმი, გურია და
აჭარა ერთვებიან. ვაზის ზოგიერთი ქართული ჯიშის ყურძენი ძალიან გვიან,
დეკემბერშიც  იკრიფება. ასეთი ჯიშებია, მაგალითად, ჩხავერი და ჯანი გურიაში.

საქართველოში რთველს განსაკუთრებულ მუხტს სწორედ ქართული მასპინძლობის კულტურა, მუსიკა და ერთად ყოფნის სიხარული სძენს, ამიტომ ყველას, ვინც რთველიდან ბრუნდება აუცილებლად აქვს მოსაყოლი ერთი დიდი ჟრიამულის ამბავი.

Tags: კახეთირთველი
ShareTweet
Previous Post

სარაჯიშვილი – ქართული ღვინის ბრენდის პირველი მწარმოებელი 1884 წლიდან

Next Post

HOSTSHIP.GE – გამორჩეული ხელწერის შესაქმნელად

Related Posts

სასტუმროს მენეჯმენტი – კურსი მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის AMIRBARI HOSPITALITY AGENCY-სგან
სასტუმრო

სასტუმროს მენეჯმენტი – კურსი მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის AMIRBARI HOSPITALITY AGENCY-სგან

25 მარტი, 2026
“მაისის ეზო” – გამორჩეული მასპინძლობა ქუთაისის გულში
ახალი მასპინძელი

“მაისის ეზო” – გამორჩეული მასპინძლობა ქუთაისის გულში

1 მარტი, 2026
„მარკო პოლო“ – გუდაურის დაბადების ადგილი
ბრენდის ისტორია

„მარკო პოლო“ – გუდაურის დაბადების ადგილი

3 თებერვალი, 2026
Next Post
HOSTSHIP.GE – გამორჩეული ხელწერის შესაქმნელად

HOSTSHIP.GE - გამორჩეული ხელწერის შესაქმნელად

Hostship

ჰოსთშიფი არის ქართული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პირველი მრავალფუნქციური პლატფორმა.

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ამბავი
    • ჩვენი სერვისები
    • ჰოსთშიფის პარტნიორები
  • მასპინძლობა
    • სასტუმრო
    • კოტეჯი
    • გასტრონომია
  • ნამდვილი ამბები
    • პერსონა
    • ბრენდის ისტორია
    • ქალები საქართველოდან
    • ჰოსთშიფი გირჩევთ
    • ყველა
  • ამასობაში
    • სად რა ხდება
    • ახალი მასპინძელი
    • ამბები მსოფლიო მასპინძლობიდან
    • რჩევა ექსპერტისგან
    • რა დამჭირდება?
    • ზრუნვა საკუთარ თავზე
    • ღონისძიებები
  • ვაკანსიები
  • Georgian (Georgia)
    • English

Developed By Web Features © - ყველა უფლება დაცულია